თემურ უგულავას მეუღლე, მოდელი ნინი ნებიერიძე ორსულად არის, თუმცა “მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე” უარი მაინც არ თქვა. ნინიმ მოდის კვირეულზე დიზაინერ ჯაბა დიასამიძის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მოდელმა პოდიუმზე შავი კაბა წარმოადგინა, კოსტიუმი მის ორსულობას უსვამდა ხაზს.
„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ 3 ნოემბერს გაიხსნა. მისი ორგანიზატორი სოფო ჭყონია არის. წლევანდელი მოდის კვირეული მრავალფეროვანია. “MBFW“-თვის საქართველოში ჰოლივუდის ვარსკვლავების, საყვარელი დიზაინერი დევიდ კომა ჩამოვიდა. საკუთარი კოლექციები წარმოადგინეს გიორგი შაღაშვილმა, ჯაბა დიასამიძემ, სალომე ღვინიაშვილმა, ანუკი არეშიძემ და სხვა დიზაინერებმა.