ქრისტინე იმედაძე და თოშა ქებურია უკრაინაში იმყოფებიან. ცნობილი წყვილი მეზობელ ქვეყანაში გუშინ გაემგზავრა, მათთან ერთად იმყოფება სტილისტი მიშა გასიტაშვილიც. რამდენიმე დღის წინ, თბილისში ხმები გავრცელდა, რომ ქრისტინე და თოშა დაშორდნენ. მაგრამ ეს ამბავი ტყუილი აღმოჩნდა და თოშამ ჭორების გასაფანტად სოციალურ ქსელში ქრისტინესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.