თურქეთის პოლიციამ ნარკოტიკების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მსახიობები, ოზჯან დენიზი, დენიზ ჩაქირი და ბურჯუ ოზბერქი დააკავა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ ნარკოტიკების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, 20 პირი, მათ შორის მსახიობები ოზჯან დენიზი, დენიზ ჩაქირი და ბურჯუ ოზბერქი დააკავა.

მედიის ცნობით, სტამბოლის პროკურატურამ ნარკოტიკების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 35 პირის დაკავების ორდერი გასცა, რომელთაგან 20 პოლიციამ დააკავა.

დაკავებულებს შორის თურქული შოუ-ბიზნესისა და ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

ამავე ინფორმაციის ტანახმად პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიება პროსტიტუციას, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გასაღებას, ასევე, აკრძალული ნივთიერებების მოხმარებასა ან შენახვას უკავშირდება.

დაკავების ოპერაცია სამშაბათს საღამოს ჩატარდა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Scroll to Top