„დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის დაბადების დღეა… ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენი შვილი მქვია!“ – ლაშა ბასლანძის შვილის ემოციური მილოცვა

ლაშა ბასლანძე

სალომე ბაკურაძის გარდაცვლილი მეუღლე, ლაშა ბასლანძე დღეს იუბილარი იქნებოდა.

მამას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ელენე ბასლანძე ემოციური პოსტით ულოცავს.

„დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარის დაბადების დღეა…
სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად ჩემი ხარ ლაშიკო. ყველაფრით. ფიქრით, გრძნობით, ქცევით…….

სულ იმას ვწერდი რომ ერთად ვიზრდებოდით და მართლაც ასე იყო. ჩემი მამა და ჩემი საუკეთესო მეგობარი! 21 წლის განმავლობაში მომეცი მთელი ცხოვრების სამყოფი ემოციები. მთელი ჩემი არსით მიყვარხარ, მენატრები და ღმერთს მადლობას ვუხდი რომ შენი შვილი მქვია!“, – წერს ელენე ბასლანძე.

შეგახსენებთ, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გასული წლის 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა.

Scroll to Top