გადაცემას „თამთასთან“ მომღერალი თაკო ვადაჭკორია სტუმრობდა.
თაკომ მისი ცხოვრების უახლოეს ამბებზე ისაუბრა.
„ძალიან გამიმართლა, რომ თანხას გამოვიმუშავებ სიმღერით, რაც ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიხარია, მსმენელის კომპლიმენტები. როცა მეუბნებიან, რომ ჩემი ნამღერით ისიამოვნეს.
ჩემი ახალი სიმღერა სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ტექსტი ჩემი დაწერილია და იქ ვამბობ ზუსტად, რომ ცხოვრებაში ყველა მომენტით და წამით უნდა მიიღო სიამოვნება.“ – ამბობს თათა ვადაჭკორია.




