„ზუსტად ვიცი – ეს მხოლოდ დასაწყისია“ – სალომე შარვაძის შვილმა, მართა არველაძემ ოქსფორდში, Balliol College -ში, ბიზნეს მენეჯმენტის საზაფხულო კურსი წარმატებით დაამთავრა

0
5
მართა არველაძე
მართა არველაძე

ტელეწამყვანის და მსახიობის სალომე შარვაძის შვილმა, მართა არველაძემ ოქფორდში, Balliol College -ის საზაფხულო კურსი წარმატებით დაამთავრა. ამის შესახებ სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში წერს და მართას საზაფხულო სკოლაში გადაღებულ კადრებს აზიარებს.

„ესეც Balliol College, Oxford -ში!

ბიზნეს მენეჯმენტის საზაფხულო კურსი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლის სტატუსით დახურა! 💫

ჩემო სიყვარულო, მიყვარხარ უსაზღვროდ და ზუსტად ვიცი — ეს მხოლოდ დასაწყისია.

წინ კიდევ ბევრ წარმატებას, ბედნიერ დღეს და სიყვარულით სავსე საამაყო დღეებს ერთად ვიზეიმებთ“, – წერს სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში.