ვიდეო: „მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში“ – თამუნა მუსერიძე მაია ასათიანს პასუხობს

0
2

„ის, რომ მე მეგრელი ვიყავი, თავიდანვე ვიცოდი. ეს ყველგან მოვყევი. მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში.

არ დამეხმარეს იმიტომ კი არა, რომ ხელი მკრეს, ვერ დამეხმარნენ.

სამი წლის წინ, ჩემს ბიძაშვილს, ნიას რომ არ გაეკეთებინა ტესტი, მე ჩემს ნათესავებს ვერ ვიპოვიდი” – ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში, რითაც მაია ასათიანს მიერ „ნანუკას შოუში“ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა მაია ასათიანმა გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ კიდევ ერთხელ გაიხსენა ის წლები, როდესაც მისი საავტორო გადაცემა „პროფილის“ გუნდი სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების თემას აშუქებდა.

„როცა ძებნაში „პროფილის“ ჟურნალისტი გეხმარება, ერთხელ მაინც, სადმე თქვი, მეტი არავის არაფერი არ უნდა. კარგი, არავის აღარაფერში სჭირდება ტელევიზიიდან წასული მაია ასათიანი, მაგრამ სოფოს დაურეკე და უთხარი: „სოფო, შენი კვალი მცდარი იყო“, ან უთხარი, რომ „სწორი იყო სამეგრელოს კვალი“, – თქვა მაია ასათიანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here