უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო მოდის რუქაზე საქართველო ოქროს ასოებით მოინიშნა. ასევე ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროსადმი დიდ ყურადღებას უცხოელი ექსპერტები, ბაერები და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები იჩენენ. პარალელურად საჭირო გახდა ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარება. ამის ფონზე კი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა მეგი გაბუნიას მოდის სახლი M.G, რომელმაც სულ მოკლე ხანში დიდი წარმატებას მიაღწია და ერთგული მომხმარებლებისთვის ერთი წლის იუბილეც აღნიშნა, ყველას თავი ერთ სივრცეში მოუყარა.