პროექტმა “ფორტუნა აკადემია” კიდევ ერთი ტრენინგი, ამჯერად თემაზე, ადამიანური რესურსების მართვა, წარმატებით დაასრულა. ერთთვიან კურსს “HR პროფესიონალთა გილდიის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლილი ბიბილაშვილი უძღვებოდა, სადაც მსმენელებმა შეისწავლეს, იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მათ დაეხმარებათ ადამინური რესურსების სწორ შერჩევასა და მართვაში, მოტივაციისა და ბენეფიტების სისტემის შემუშავება/დახვეწაში, ასევე გაეცნენ ადამიანური რესურსების მართვისა და სისტემის თავსებადობას. ტრენინგი ვორკოშოფის ელემენტებსა და ქართულ ბაზარზე მორგებული რეალური მაგალითების განხილვას მოიცავდა.