„ჩემი ცოლის დაქალებში“ ფროდოსა და ნუნუკას სასიყვარულო ამბავს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მაყურებელთა შორის, მაგრამ ბევრიც – მოწინააღმდეგე. ნუნუკასა და ფროდოს პერსონაჟებს, გარდა ასაკისა, კიდევ ბევრი რამ აშორებთ, მათ შორის მენტალიტეტი. თანაცხოვრების პერიოდში ფროდო თანდათან აცნობიერებს, რომ ნუნუკას მთავარი საზრუნავი ამქვეყნად საჭმლის კეთება და ჭურჭლის დარეცხვაა, ხოლო ნუნუკასთვის შოკისმომგვრელია ამბავი იმის შესახებ, რომ თურმე მის ახალგაზრდა მეუღლეს ხაჭაპური სულაც არ უყვარს და მისი ხათრით აღარ აპირებს ჭამას.
ახალი სერიის ეთერში გასვლის შემდეგ სერიალის გვერდზე ფროდოსა და ნუნუკას ფოტოს ქვეშ უამრავი გამოხმაურება გაჩნდა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„მე ასეთ სულელურ სიყვარულის ამბავს პირველად ვხედავ, შევღონდი, რომელია უფრო სულელი, ვერ გამიგია…“
„მარაზმია უკვე, რაა! სერიალის გაწელვა თუ გინდათ, სადმე საქორწილო მოგზაურობაში წაიყვანეთ ახალშეუღლებულები და ცოტა აზრზე მოიყვანეთ ნუნუკა! არ გააწყალეთ გული ამ ხაჭაპურით… ომიანობისა და შიმშილის დროს არ იქნებოდა ამდენი ლაპარაკი ჭამაზე. თქვენს გადამკიდეს შემძულდა ხაჭაპური!“
„ხომ ვამბობდი, ფროდოს „სურათის“ ნუნუკა უყვარდა… გაიღვიძა, დაენარცხა დედამიწაზე და აღარ მოწონს ღორეშელი ნუნუკა. ფროდოზე იტყოდა ბებიაჩემი, „ნადგამათ” კაია, მარა ისე მთხლე კაციაო“
„რაცხა იცოდა, შე კაცო იმას გიცხობს, რა იცის, აბა, მაგან ფრანგული ინდაური ვატიკანურად…“
„მე მომწონს ფროდო, ეგეთი უნდა იყოს მამაკაცი, და არა დამრტყმელი პურისმჭამელი, ღიპიანი, უხეში, აუტანელი, როგორების არიან ზოგადად ჩვენთან“
„ძალიან მეცინება, გული რო გაუწყალა ამ კაცს. „კაი ჰაერი“, „კაი ხაჭაპური“, „კაი ჰაერი“, „კაი ხაჭაპური“… ჰაერს და ხაჭაპურს ნუნუკას გარეშეც იშოვნიდა სადმე. ნუნუკას ჰგონია, ცხოვრება ვანახეო, რა…“
„ხაჭაპურში იგულისხმება ნუნუკას სოფლური ვიხოდკები, კუხარკობა და ამათი ჩამორჩენილი აზროვნება…“
„საერთო არ აქვთ ამ ადამიანებს არაფერი, ქალებო, წუწუნებთ, რომანტიკოსი ქმრები გვინდაო და ახლა აღარ მოგწონთ ფროდი? თქვენ ბონდოსნაირებს არ უნდა გასცდეთ“.
„მარტო ქურქის და ლამაზი ჭრელი კაბის ჩაცმა კი არ ალამაზებს ქალს, კომფორტი უნდა შექმნა ოჯახში, რათქმაუნდა კაცის ხელშეწყობით. კაცს მოსამსახურე ჰყავდა და ქალის „გადედოფლება“ უნდოდა, მაგრამ „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, ვერ ეშვება ცომის ზელას და ჭურჭლის რეცხვას…“
„განხეთქილების ხაჭაპური“
„ესენი შორდებიან…“