ბექა ჩხაიძე: „ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემს ამბავზე, რასაც ჰქვია, ადეიშვილის კარებთან იწვა…“

0
3742

მომღერალი ბექა ჩხაიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი დაპატიმრების ამბავს იხსენებს. „ალილოს“ წევრი ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის გატაცების გამო იხდიდა სასჯელს, თავად კი ამბობს: „გასატაცებელი რა მჭირდა, ნებით გამომყვა. ალბათ, არ უნდა მექნა, იმ ღამეს შეიძლება, ვიჩქარე. 7-დან 14 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა. მთელი საღამო არ მჯეროდა, რომ დამიჭერდნენ…

ციხეში ორი თვე და 28 დღე ვიყავი… ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემს ამბავზე, რასაც ჰქვია, ადეიშვილის კარებთან იწვა. ჩემი სიძე მაშინ პოლიციაში მუშაობდა. აჩიკო გეგენავა შევიდა ვანო მერაბიშვილთან და დაელაპარაკა: ტყუილად გყავთ დაჭერილი, გადახედეთო და სამ დღეში, საპროცესოთი გამომიშვეს.

მას შემდეგ არ გინახავს ის გოგო, ვის გამოც დაგიჭირეს?

ვინც დამიჭირა, ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი, ბიძაჩემის მეჯვარეც კი იყო ვანო. არ უნდა გაეკეთებინა, იმ დღეს არ გაუგია ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ის გოგო საქართველოში აღარ ცხოვრობს. მას მერე, რაც წავიდა, წავიდა… მე და მაგას მაგარი ისტორიები გვაქვს. ბაღიდან მიყვარდა. ბავშვობაშიც 14 წლის ასაკში იგივე ჩავატარეთ გურიაში, მაგრამ მაშინაც კრახით დასრულდა“.

მომღერალი ორი თვის განმავლობაში მამათა მონასტერში ცხოვრობდა, საიდანაც ახლახან დაბრუნდა:

„იქ არის ბრძოლები, რა თქმა უნდა, აქაურობა გენატრება. თან, ის ბოროტი ისე გილაგებს ყველაფერს, სულ ფიქრობ: სად წამოხვედი ამ ტალახში, შენ ახლა სადმე რესტორანში უნდა იჯდეო. იქ მეორე მონასტერი შენდება და დიდი ქვები მოაქვთ, დასატვირთია, ასატანი. ვეხმარები…

პირად ურთიერთობებში არასტაბილური ვიყავი, რის გამოც მონასტერში ერთ-ერთი სასჯელიც დამეკისრა. მაქსიმალურად ვეცდები, ცოდვები არ ჩავიდინო, მაგრამ ამ მხრივ პირობას ვერავის მივცემ. თან, დროა, უკვე ოჯახი შევქმნა. ყველამდეა უკვე ტაშფანდური და „ფეისბუქზე“ ასარჩევი გოგოები, ვისთან გაატარო დრო. არის ადამიანი, ვინც მომწონს. ახლა დასაწყის ეტაპებს გავდივარ. შეგრძნება მაქვს, რომ კარსაა მომდგარი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here