46 წლის სუპერვარსკვლავი მერაია ქერი საკუთარი სხეულის ფორმების დემონსტრირებას არასდროს ერიდებოდა. წარმოუდგენლად ღრმა დეკოლტე, გამჭვირვალე კაბა, ბიკინი რომელიც თითქმის არაფერს არ ფარავს და ასე შემდეგ, ქერი მორიდებული არასდროს ყოფილა, თუმცა მომღერალმა ამჯერად მრავალფეროვნებისთვის გადაწყვიტა სააშკარაოზე, უფრო მეტი გამოეტანა და სწორედ ამ გზით ამცნო თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს, რომ წონაში საგრძნობლად დაიკლო და სასურველ ფორმას მიუახლოვდა.
აბაზანაში ნებივრობისას მერაიამ, რამდენიმე სექსუალური ფოტო გადაიღო და შემდეგ ისინი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. უნდა ითქვას, რომ სააბაზანო მოკრძალებული ზომებისაა, რასაც თავად მერაიას მკერდზე ვერ ვიტყვით. სხეულის ეს კონკრეტული ნაწილი ქერიმ, მხოლოდ საპნის ქაფით დაფარა და ისიც ნაწილობრივ.
ამის შემდეგ მერაია ქერიმ აბაზანაში განტვირთვის ამსახველი ფოტოები არ იკმარა და თაყვანისმცემლებს სასიხარულო ახალი ამბავიც ამცნო. შემსრულებელმა ახალი სიმღერა დააანონსა, ჯერჯერობით უცნობია სიმღერის სხელწოდება და სხვა დეტალები, თუმცა როგორც ჩანს მომღერალმა მთელი ღამე სტუდიაში, სწორედ ამ სიმღერაზე მუშაობაში გაატარა და განტვირთვაც, ამის შემდეგ დასჭირდა.