პოპულარული ქართველი მამაკაცები, რომლებიც ყველაზე სასურველ სასიძოებად ითვლებიან

0
7696

დუჩი სესიაშვილი

დუჩი სესიაშვილი თბილისში ყველაზე პოპულარული სასიძოა, მასზე უამრავი გოგო არის შეყვარებული. ის წარმატებული ქართველი პოლიტიკოსის ირაკლი სესიაშვილის შვილია, 20 წლის დუჩი მამას გარეგნობით არ ჩამოუვარდება, შესაბამისად გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. დუჩი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და წარმატებული სტუდენტია, მისი ჰობია ცურვა. იმის მიუხედავად, რომ ის წარმატებული მამის შვილია, ამის აფიშირებას არასდროს ახდენს.

თოშა ქებურია

თოშა ქებურია ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ვაჟია. საქართველოში მას თითქმის არავინ იცნობდა, მან სახელი მანქანების არასწორი პარკინგის გამო, მთელ მსოფლიოში გაითქვა. თოშა ქებურია მოტომრბოლელია, ის ბოლო დროს თბილისში ცხოვრობს და ამჟამად ქრისტინე იმედაძის შეყვარებულია. ქრისტინემდე თოშას ჰყავდა საკუთარი რჩეული, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა, თუმცა მოულოდნელად ის სიყვარული ქრისტინე იმედაძეში გაცვალა.

ირაკლი მაქაცარია

30 წლის ირაკლი მაქაცარია თბილისში და არამხოლოდ თბილისში, დიდი პოპულარობით სარგებლობს. რუსეთსა და უკრაინაში მას პოპულარობა ტელეშოუ “უცოლომ” მოუტანა. ირაკლი მაქაცარია 1985 წლის 24 მარტს დაიბადა. მან საშუალო განათლება ამერიკაში მიიღო, უმაღლესი განათლება კი საქართველოში. სპეციალობით მარკეტოლოგია. მაქაცარიას სამშენებლო, საბანკო, სამოდელო ინდუსტრიის და სარეკლამო სფეროში აქვს ბიზნესი. 2013 წელს ირაკლიმ დააარსა კომპანია Maq Entertainment, რომელიც ბოლივუდთან თანამშრომლობს.

გენო პეტრიაშვილი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, გოგონებში პოპულარობით ოლიმპიადამდეც სარგებლობდა. შესაბამისად ის სასურველ სასიძოდ ითვლება. გენო ჯერ მხოლოდ 21 წლის არის და მთელ ენერგიას სპორტს უთმობს. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე, გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გენო მიზადასახული ბიჭია, 12 წლის პეტრიაშვილი გაიტაცეს და სამი თვე მიწაში ჰყავდათ დამალული. რის გამოც, პატარა გენოს სიარული უჭირდა. გატაცების შესახებ გენო არასდროს საუბრობს.

ლაშა შევარდნაძე

ლაშა შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილია და ის ბავშვობიდან პოპულარულია. ის ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული და მას ორი ვაჟი ჰყავს, თუმცა ოჯახი დაენგრა. ლაშა შევარდნაძე პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტოლოგიის სპეციალისტია, ამჯერად საქართველოში ცხოვრობს და “სოკარში” მუშაობს.

ლაშა ლომიძე

სასურველ სასიძოდ ითვლება ქართველი ბორჯღალოსანი ლაშა ლომიძე. ის საქართველოს რაგბის ნაკრების წევრია. ლაშა საფრანგეთში ცხოვრობს და თამაშობს, თუმცა საქართველოშიც ხშირად ჩამოდის. რაგბის პარალელურად ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here