35 წლის იუბილე ბიონსემ ახალი კლიპით აღნიშნა

0
3257

ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ გადაწყვიტა 35 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღენიშნა. სწორედ ამ დღეს მან მსმენელს, ახალი კლიპი წარუდგინა, სიმღერაზე “Hold Up“.

ვიდეო შეიცავს მასალას, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ სტრიმინგ სერვის “Tidal“ – ზე იყო ხელმისაწვდომი, როგორც ალბომ “Lemonade“ – ის ვიზუალური გაფორმება.

კლიპი ბიონსეს მონოლოგით იწყება, რომელშიც შემსრულებელი ცხოვრებისეულ თემებს განიხილავს და გარკვეულ დასკვნებს აკეთებს. ამავდროულად ის დატბორილ შენობაში გადაადგილდება. მოგვიანებით კლიპის მთავარი გმირი გათავისუფლდება და ფერადი, ნათელი სამყაროს კარებს შეაღებს.

იუთუბზე განთავსებიდან რამდენიმე საათში, ვიდეო 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და ასიათასობით მომხმარებელმა მოიწონა. მათი უმეტესობა ბიონსეს ახალ ნამუშევარს დადებითად გამოეხმაურა. თაყვანისმცემლების აზრით მათი კუმირი, როგორც ყოველთვის ამჯერადაც დამაჯერებელი, ენერგიული და ვნებიანია.

ეჭვგარეშეა, რომ 35 წლის იუბილეს ბიონსე პოპულარობის პიკში შეხვდა. მისი ახალი ალბომი “Lemonade“, ამერიკასა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ჩარტების სათავეში მოექცა. გარდა ამისა ამავე კრებულმა ბიონსე MTV Music Awards 2016 – ის ტრიუმფატორად აქცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here