განაწყენებულმა ბრიტნი სპირსმა პირობა დადო, რომ “MTV VMA Awards”- ზე არასდროს გამოვა

0
2522

“MTV VMA Awards 2016”- ზე ბრიტნი სპირსის გამოსვლა უდაოდ გამორჩეული იყო. მისმა პერფორმანსმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა, თუმცა როგორც ჩანს თავად შემსრულებელი იმდენად განაწყენებულია დაჯილდოების ორგანიზატორებზე, რომ ზემოხსენებულ, ყოველწლიურ ღონისძიებაზე გამოჩენას მომავალში აღარ აპირებს.

მომღერალმა მეგობრებს გაუმხილა, რომ თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს.

“ბრიტნიმ თქვა, რომ ის ძალიან ნაწყენია, რადგანაც ის პროდიუსერებმა მოატყუეს. ისინი ბრიტნის დაჰპირდნენ, რომ შოუს ჰედლაინერი სწორედ ის იქნებოდა და მისი სახელი რეკლამისთვის, ხალხის მოსაზიდად გამოიყენეს, სინამდვილეში კი ჰედლაინერი ბიონსე გახდა, რომელსაც სცენაზე 15 წუთი დაუთმეს“ – აცხადებს ინსაიდერი, რომელმაც იქვე დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც MTV – მ ბრიტნი მოატყუა, ზუსტად იგივე მოხდა 2007 წლის დაჯილდოებაზეც, სწორედ ამიტომ მომღერალმა პირობა დადო, რომ ამ ღონისძიების ნაწილი არასდროს გახდება.

ჟურნალისტების კითხვაზე არის თუ არა ინსაიდერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე, ბრიტნი სპირსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ სიტყვების რაღაც ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.

თავად განსაჯეთ აქვს თუ არა ბრიტნის განაწყენების მიზეზი, მანამდე კი შეაფასეთ პოპვარსკვლავის გამოსვლა “MTV VMA Awards 2016”- ზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here