2017 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის საკონკურსო სიმღერის პრემიერა დღეს შედგება

0
1736

2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, გრიგოლ ყიფშიძის საკონკურსო სიმღერის პრემიერა დღეს პირველი არხის ეთერში შედგება.   სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღება პირველი არხის მთავარ პავილიონში მიმდინარეობდა.

კომპოზიციის  „გულის ხმა“  ავტორი გიგა კუხიანიძე, ხოლო ტექსტის ავტორი თემო საჯაიაა.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე და საკონკურსო კომპოზიცია, რომლითაც გრიგოლ ყიფშიძე მაყურებლის წინაშე 26 ნოემბერს წარსდგება ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობაშიც  იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი – ზაზა შენგელია, მომღერალი – მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი – დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი – ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი – გიორგი ასანიშვილი. გამარჯვებული სიმღერა ღია კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, შეფასებისას ჟიურის წევრებისთვის კომპოზიციის ავტორთა ვინაობა არ იყო ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here