ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიხსნა (ფოტო+ვიდეო)

0
1717

ვაკე არტ გალერი“ ლიკა ქავჟარაძის გამოფენას  მასპინძლობს.  ქართველი მსახიობი საკუთარ ექსპოზიციას თავად გეგმავდა. გარდაცვალების შემდეგ კი  ორგანიზატორები მისი მეგობრები არიან.  გამოფენაზე წარმოდგენილია ლიკა ქავჟარაძის 20-მდე ნამუშევარი. „რე“პრეფიქსი – ასე ჰქვია  გამოფენას, რომელიც ასევე მისი ერთ-ერთი ნამუშევრის სახელწოდებაცაა.

„ხატვა 30 წლის ასაკში მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების მერე დავიწყე, რომელსაც ქვეყანაში არსებული, ომის და გაჭირვების მდგომარეობა დაემატა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ამას რატომ და რისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლის საკუთარ თავში ძიებისკენ.ეს მოთხოვნილებაში გადამეზარდა და ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზეზე გადმოვცე ჩემი პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ ეს არავისას არ ჰგავდეს, იყოს არაორდინარული და დროის შესაფერისი. უფრო მეტიც: ასევე დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ნახოს და შეაფასოს მაყურებელმა , მხატვრებმა და პროფესიონალმა ხელოვნებათმცოდნეებმაც“, – აღნიშნავდა ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე.

ფოტო + ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here