თვის დასაწყისში ფილმ “About Ray”-ს პრემიერა შედგა, რომლის მთავარი გმირიც ელ ფენინგი გახლავთ. 17 წლის გოგონა, რომელმაც ახლახან ტრანსგენდერის როლი განასახიერა, ამჯერად ჟურნალ i-D-ს მთავარ გმირად გვევლინება.
ახალგაზრდა ვარსკვლავმა გამოცემისთვის განსხვავებული იმიჯი მოირგო და ნაზი, ქერა გოგონას მაგივრად მამაკაცურ სტილში პოზირებს კამერის წინ. თვალშისაცემია რამდენიმე ფოტოც, რომლებშიც მსახიობი საკმაოდ თამამი იმიჯით გვევლინება.
იხილეთ ელ ფენინგის უახლესი სურათები ჟურნალ i-D-ს ფოტოსესიიდან…