მარიამ ჩაჩხიანმა ახალი სინგლი გამოუშვა

0
59

მარიამ ჩაჩხიანმა ახალი სინგლი – “Fly Away”, გამოუშვა, რომელსაც რუსეთში მოღვაწე ქართველ რეპერ ალექსანდრე ლომიასთან, იგივე “ჯამბაზთან“ ერთად ასრულებს. სწორედ რეპერი გახლავთ ტრეკის პროდიუსერიც. ნამუშევრის რელიზი 27 სექტემბერს შედგა და მისი შეძენა უკვე შესაძლებელია iTunes-სა და Google Play-ზე.

[jwplayer mediaid=”3641″]

გეტყვით, რომ “Fly Away”-ზე კლიპის გადაღება უკვე დასრულებულია და ეს უკანასკნელი ახლო მომავალში იხილავს დღის სინათლეს. ვიდეოს რეჟისორი დავით გოგოხია გახლავთ. მასვე ეკუთვნის მარიამის ამ დროისთვის ბოლო კლიპის, “Gibberish”-ის რეჟისურაც. საქართველოს და ევროპას კი დათომ თავი ნინა სუბლატთან თანამშრომლობით დაამახსოვრა, როდესაც მომღერლის საევროვიზიო კლიპი – “Warrior” შექმნა.

[jwplayer mediaid=”3642″]

გთავაზობთ ექსკლუზიურ კადრებს “Fly Away”-ს გადასაღები მოედნიდან…

Mariam Chachkhiani - Fly Away ft. Jambazi 7