16 მარტს Giegling მსოფლიო ტურნეს ფარგლებში „სფეისჰოლს“ ეწვევა

0
1785

16 მარტს 2016 წლის საუკეთესო ლეიბლი, Giegling, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში „სფეისჰოლს“ ეწვევა.

ცნობილი ონლაინ გამოცემის, „რეზიდენთ ედვაიზორის“ რჩეულის ტურნეს ფარგლებში ისეთი არტისტების მოსმენას შეძლებთ, როგორებიც არიან ATEQ, KETTENKARUSSELL, EDWARD, VRIL. Giegling Night-ს კონცერტის სახე ექნება – არტისტები ლაივაქტებით წარდგებიან.

Giegling რამდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა. თავდაპირველად მას კლუბის სახე ჰქონდა, თუმცა მისი დახურვის შემდეგ მთელი მუხტი და იდეა ლეიბლის ქვეშ გააერთიანდა.

ATEQ Giegling-ის თანადამფუძნებელია. მისი მუსიკა გამორჩეულია პერკუსიული რითმიკით, დაბისა და ექპერიმენტული ჟღერადობის შერწყმით.

KETTENKARUSSELL  Herr Korreander-ის, იგივე Konstantin-ისა და Leafar Legov-ის დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალური პროექტია. დებიუტი Giegling-ზე 2009 წელს შედგა EP-ით I Believe You And I Make Love Forever. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სადებიუტო ალბომი Easy Listening, რომლის რემიქსებზე Lawrence / Official, VRIL და Losoul-მა იმუშავეს.

Edward გერმანელი პროდიუსერისა და DJ-ის Gilles Aiken-ის პროექტია, რომლის დისკოგრაფიის ისტორიაც ათეულ წელზე მეტს ითვლის. Edward-ის სტუდიური ნამუშევრები ძირითადად ღრმა ჰაუსის ჟღერადობაზე ორიენტირდება და გამოდის ლეიბლებზე White და Giegling.

VRIL პროდიუსერი და DJ-ა ჰანოვერიდან. 2010 წელს  Giegling-ზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა. Giegling -ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არიან BASSIANI Records, Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here