Moderat-ის ლაივი ძველ იპოდრომზე 24 მარტს შედგება

0
1451

24 მარტს თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გერმანული მუსიკალური პროექტის,  Moderat-ის ლაივი გაიმართება. ღონისძიებას Terminal Events წარმოადგენს, რომელმაც დღემდე Bonobo, Apparat და Maeve-ს შოუქეისს უმასპინძლა.

Apparat-მა და Modeselektor-მა ერთობლივი პროექტი, სახელად Moderat ჯერ კიდევ 2003 წელს შექმნეს, თუმცა მათი სადებიუტო ალბომი 2009 წელს გამოიცა. იმავე წელს Resident Advisor-ის მკითხველმა Moderat წლის საუკეთესო ლაივაქტად დაასახელა. მომდევნო წელს გერმანელი მუსიკოსები კიდევ ერთხელ მოხვდნენ მკითხველის ფავორიტ 10 ლაივპროექტს შორის.

Moderat-ის რიგით მეორე ალბომი 2013 წელს გამოვიდა და თავისი წინამორბედის წარმატება ადვილად გაიმეორა. ალბომის განსაკუთრებით წარმატებული სიმღერებად ითვლება Bad Kingdom, Damage Done და Last Time, რომლებიც მათ ლაივებში დღემდე აქტიურად გვხდება.

2016  წელს ბენდმა მესამე სტუდიური ალბომი, სახელად „III“ გამოსცა და მისი მხარდასაჭერი ტურნე დაიწყო. სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში დაუკრავს იგი თბილისში. აღნიშნული ტურნე Moderat-ის კარიერის ერთგვარი შეჯამებაა და ის ახალ სიმღერებთან ერთად, პროექტის უკვე პოპულარულ ჰიტებსაც მოიცავს, რომელსაც ვიზუალურად Pfadfinderei-ის ნამუშევრები აფორმებს. ModeratIII-ის ლაივი ბევრად შთამბეჭდავია, ვიდრე მათი წინა პროექტები, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მუსიკალურ პრესასაც, რომელიც ამ აუდიოვიზუალურ ლაივს 2016-2017 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ელექტრონულ პროექტად აფასებს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ვებგვერდ eventer.ge-ზე იყიდება, ხოლო ფიზიკური ბილეთები ბარ „გენერატორ 9.8-ში“ იყიდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here