14 ივნისს სტეფანე Spacehall Kustba-ზე უპრეცედენტოდ მასშტაბურ შოუ-კონცერტს გამართავს

0
71

14 ივნისს – თანამედროვე მუსიკალური სცენის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მუსიკოსი სტეფანე – Mono Hall-ის ორგანიზებით Spacehall Kustba-ზე, უპრეცედენტოდ მასშტაბურ შოუ-კონცერტს გამართავს. სპეციალური მოწვევით, მსმენელის წინაშე წარსდგებიან: მაო, ფანიკო, თამადა და ჯგუფი “AVARA”.

სტეფანე – მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელზე მეტია აქტუალურია. მისი შესრულების მანერა და გამორჩეული ხმის ტემბრი, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 1998 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული სიმღერა და სინგლი აქვს შექმნილი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, გადაღებული აქვს ათამდე ვიდეორგოლი და საქართველოში ერთ-ერთ კაშკაშა და გემოვნებიან ვარსკვალავად მიიჩნევა. მან თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.

სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის თან.

მუსიკალურ თავგადასავალს, საინტერესო და გემოვნებიანი სელექციით, ტატო რუსია განაგრძობს.

P.S. ღონისძიებაზე კომფორტულად მოხვედრის მიზნით, 14 ივნისს, კუსტბის ასახვევთან, განთავსებული იქნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება სტუმრებს.

კარი გაიღება 20:00

კონცერტი დაიწყება 23:00

 ასაკობრივი შეზღუდვა 16+

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TKT.GE-ზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here