„100 წლის იუბილეზე მენახე მხნედ, ჩვეული ენერგიითა და იუმორით!“ – გია ბაღაშვილი ჟანრი ლოლაშვილს იუბილეს ულოცავს

0
86
გია ბაღაშვილი - ჟანრი ლოლაშვილი
გია ბაღაშვილი - ჟანრი ლოლაშვილი

მომღერალი გია ბაღაშვილი დიდებულ ქართველ მსახიობს, ჯანრი ლოლაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს ამ საოცარი კაცის, დიდებული ხელოვანის, მამაჩემის სიყრმის მეგობრის, საამაყო ქართველის, ყველასთვის საყვარელი ჟანრი ლოლაშვილის დაბადების დღეა!

ჯანმრთელობა, ბედნიერება და ზღვა სიხარული მინდა გისურვო, ძვირფასო ადამიანო! დიდხანს მაგრად უნდა გვყავდე, ხომ იცი!.. არ „გაგვასუმაშედშო ზახარიჩ”..

გენაცვალე შენ! 83 წელი მომილოცია, 100 წლის იუბილეზე მენახე მხნედ, ჩვეული ენერგიითა და იუმორით! გილოცავ მთელი გულითა და საუკეთესო სურვილებით მეც და მთელი ჩვენი დიდი ოჯახი!!!“ – წერს გია ბაღაშვილი და მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.