ჟურნალისტი და კონომცოდნე ზაკ მირიანაშვილი პოტკასტს, „შანტრაპა“ ზაკ მირიანაშვილთან ერთად იწყებს.
პოდკასტი „შანტრაპა“ ზაკ მირიანაშვილთან ერთად, კინო ამბებს მოგვიყვება.
„ძალიან ბევრი ვიფიქრე დამეწყო თუ არა პოდკასტი, ბოლოს გადავწყვიტე რომ თუ ამდენს ფიქრობ, აუცილებლად უნდა გააკეთო – რისი სურვილიც მაქვს არის ის, რომ საინტერესოდ ვისაუბროთ კინოზე და არამხოლოდ. ვრცელი დიალოგები, სადაც ქრონომეტრაჟს არ ზღუდავ მგონია რომ YouTube პლატფორმას განსაკუთრებით უხდება და საბოლოოდ ასე იქმნება ინტერვიუები, რომლებსაც წლების შემდეგაც სიამოვნებით ნახავ და მოუსმენ. ახლა ჩემთვის თქვენი თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც არასდროს მადლობა საოცარ ადამიანებს რომლებთან ერთადაც ამ წამოწყებას ჩავუყარე საფუძველი და რომლებსაც სულ მალე წარმოგიდგენთ, დაელოდეთ სამშაბათს და თვალყური გვადევნეთ. “, – წერს ზაკი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით ზაკმა განმარტა, რას ნიშნავს „შანტრაპა“.
„მეცხრამეტე საუკუნეში იტალიიდან ჩამოსული ცეკვა-სიმღერის მასწავლებლები ტანც-კლასში ასაყვანად კონკურსს აწყობდნენ, ბავშვებზე რომლებსაც სიმღერა არ გამოსდიოდათ, ამბობდნენ Chantera pas „არ იმღერებს“.
„შანტრაპა“ უსარგებლოთა ჯგუფის განსაზღვრებად დამკვიდრდა, თუმცა ვისაც ამ სიტყვით მიმართავდნენ, მომავალში მეოცე საუკუნის უდიდეს მოცეკვავეებად, კომპოზიტორებად და მომღერლებად აღიარებდნენ…“
პოტკასტის პირველი სტუმარი მსახიობი ია ფარულავა იქნება. „შანტრაპას“ ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ ია ფარულავა ბევრ საინტერესო ამბავზე გვიამბობს.
ზაკ მირიანაშვილი:
„ასეთი ძარღვიანი სიცილი ქართულ კინოში სხვა არც ერთ ქალ მსახიობს არ ჰქონია“.
ია ფარულავა:
„მანამდე ყველა ამბობდა, რომ ცხენივით იცინოსო“.
პოტკასტში ასევე გავიგებთ, ვინ იჩივლა პროდიუსერთან, ია ფარულავასთვის გადახდილი ანაზღაურების გამო.




