მომღერალი თიკა ჯამბურია სატელევიზიო კულინარიული პროექტის „მასტერშეფი“ მონაწილეა. ერთ-ერთ ეპიზოდში თიკა აღნიშნავს, რომ გადაღებებზე, კერძის სერვირებისთვის ყოფილი დედამთილის ვერცხლის ჭურჭელი გამოიყენა.
აღნიშნული ეპიზოდის ვიდეოს ქვეშ თიკა ჯამბურიას ყოფილმა დედამთილმა, ხათუნა ხოფერიამ კომენტარებში დაუწერა, რომ ის თიკას მარადიული დედამთილია.
„ყოფილს მოგცემ მე შენ.. შენი მარადიული დედამთილი ვარ“, – უწერს ხუმრობით ხათუნა ხოფერია.