კულისებიდან დანახული ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი – როგორ დაიგეგმა ბაბი კირკიტაძის ფრენა და კონცერტის ემოციური კულმინაცია

0
613

„იმედის კვირამ“ ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა. კონცერტი, რომელმაც მთელი საზოგადოება აალაპარაკა, მთლიანად ანრის გემოვნებით გაკეთდა.

„ყველაფერი არის ჩემი ვერსია და ჩემი გაკეთებული, ჩემი ნაფიქრი, ალბათ იმიტომ რომ მე მინდა ჩემი გულშემატკივრის წინაშე ბოლომდე „მე“ ვიყო და არა  სხვისი გაკეთებული მუსიკით და სხვისი ანრით წარვდგე.

ვაფრენ, ბოლო წუთამდე უნდა ვცვალო და ვაკეთო რაღაცები. ახალი ამბავი მოვიფიქრო და იქნება ამ კონცერტზე ახალი რაღაცები“, – ამბობს ანრი კონცერტის დაწყებამდე.

ამ ძიებაში  ბოლო წუთებში გადაწყდა, რომ მაყურებლისთვის პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით ეჩვენებინათ, რომ სიყვარული დაფრინავს.

„ყველაფერს მოითხოვს სცენა და ანრი ერთად, თუ რამე და იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია. “.  – ამბობს ბაბი რეპეტიციაზე.

კონცერტის შემდეგ კი ანრი და ბაბი განიხილავენ, რას შესთავაზებენ ფრენის შემდეგ მაყურებელს.

„რა გვაქვს შემდეგი კონცერტისთვის დაგეგმილი?“- კითხულობს ანრი.

„შემდეგი ცურვა გამოდის“, – პასუხობს ბაბი.

„კარგია, რომ ადამიანებში პოზიტიურ განცდებს აღძრავს და ვიღაც ხუმრობს და ვიღაც თემად იჩხერს, რატომაც არა, რა პრობლემაა, მთავარია, ერთმანეთი არ დავჭამოთ“. – ამბობს ანრი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here