ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე საქართველო – ლუქსემბურგის ისტორიული მატჩიდან კადრებს აქვეყნებს.
ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ კომენტარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა, რომლის დუბლითაც საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს „დინამო არენაზე“ 26 მარტს შეხვდება.