„ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ემოციები გავიზიარო… ეჭვი არ მეპარება, დღეს გამარჯვებას ვიზეიმებთ“ – ილია თოფურია დღევანდელ მატჩზე

0
210

საქართველო ლუქსემბურგის თამაშს დღეს ილია თოფურია გახსნის.

UFC-ის ჩემპიონის თქმით, დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა.

„სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული. დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა. ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ეს გამარჯვება გავიზიარო.

ყოველთვის ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ის ფაქტი, რომ დღეს ღმერთმა აქ მომიყვანა და უნდა დავესწრო ამ მატჩს, არ მიტოვებს ეჭვის შეტანის უფლებას. მგონია, რომ დღეს გავიმარჯვებთ და გოლსაც არ გავატანინებთ – 2:0“, – განაცხადა ილია თოფურიამ „იმედის კვირაში“. 

ცნობისათვის, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა. ილია თოფურია დღეს, 21 მარტს, დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here