„რაღაც პერიოდი ვაგზალზე მეძინა“ – პაატა გულიაშვილი კადრს მიღმა

0
8836

ტელეწამყვანი და მსახიობი პაატა გულიაშვილი „კურიერი ps“-ის ეთერში განვლილ გზასა და წარმატებულ კარიერამდე არსებულ სირთულეებზე გვიყვება.

მისი თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ბინა არ ჰქონდა და მშიერსაც ბევრჯერ უთამაშია სხვადასხვა როლები.

„რაღაც პერიოდი ვაგზალზე მეძინა. მერიდებოდა, რომ მეთქვა ჯგუფელებისთვის. აუდიტორიაში ვრჩებოდი ხოლმე, როდესაც ყველა წავიდოდა მაშინ ავდიოდი. სულ ვამბობდი, ხოლმე მშიერი არ ვიყავი და სცენაზე გადავვარდი ერთხელ.

ჩემი ბავშვობა დასრულდა, როდესაც მამა გარდაიცვალა. თეატრში ვრჩებოდი, რადგან არ მინდოდა სახლში სიცარიელე მეგრძნო. ქირა არასდროს გადამიხდია. თოვლის ბაბუად ვმუშაობდი ხოლმე და ამდენი წვალების შემდეგ „რუსთაველის თეატრში” მოხვედრა ჩემთვის სამოთხეში მოხვედრის ტოლფასი იყო”, – ამბობს პაატა გულიაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here