კომენტარები ვნახე, „გელენვაგენით“ დადისო, გამეცინა, იმ მომენტში ჯიბეში 7 ლარი მქონდა – კოსტა სანიკიძე

0
151

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი, მსახიობი და პოეტი კოსტა სანიკიძე იყო.

კოსტა სანიკიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ „რუსთავი 2“-ის შოუდან „პრაიმ ჰაუსი“ გაიცნო, მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

რაღაცები არასწორად გაიგეს, სასაფლაო დიდი ტერიტორიაა..- ჰქონდა თუ არა კოსტა სანიკიძეს სექსი სასაფლაოზე

რას გვეტყვი თავზე დამტყდარ პოპულარობაზე?

ამაზე არ მიფიქრია, როცა შევდიოდი, ვფიქრობდი, რომ ორ კვირაში გამოვიდოდი. შემდეგ გულშემატკივრების იმხელა არმია წამოვიდა, ჯგუფიც შეიქმნა. ახლა მესამე სეზონი გადის და მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. ლაივებზე საჩუქრებით მხვდებოდნენ და დღემდე ვიღებ ხოლმე საჩუქრებს. შემდეგ პასუხისმგებლობა ვიგრძენი.

ხმაზე რომ ამბობდნენ, დაყენებული აქვსო, გაღიზიანებდა ხოლმე ეს ყველაფერი?

იცით, ვერ გამაღიზიანებდა, ზოგადად ერთნაირი კოსტა დედაჩემსაც არ ჰყავს ნანახი. ჩემი ყოველი დღე სხვადასხვანაირია. რაც შეეხება ჩემს ხმას, ჩემი ხმის ტემბრსა და ვიბრირებას აქვს მაგიური თვისებები და ის შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი, გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, აქ ჩაკრების ამბავიცაა. მე არ ვარ ბიოლოგიური რობოტი. შემიძლია ვიჯდე და ღრუბლებს ველაპარაკო, ჩემი რიტუალები მაქვს. მე არ ვარ სამსახურში წასასვლელი, არ დავდივარ უნივერსიტეტებში, იმდენად მდიდარი ვარ, რომ ვღარიბდები. იმ დღეს კომენტარები ვნახე, „გელენვაგენით“ დადისო, გამეცინა, იმ მომენტში ჯიბეში 7 ლარი მქონდა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here