რაღაცები არასწორად გაიგეს, სასაფლაო დიდი ტერიტორიაა..- ჰქონდა თუ არა კოსტა სანიკიძეს სექსი სასაფლაოზე

0
301

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი, მსახიობი და პოეტი კოსტა სანიკიძე იყო.

გადაცემაში კოსტა სანიკიძემ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.

დავიწყოთ ყველაფერი ბავშვობიდან,

ბავშვობაში ირაკლი დონაძის ფილმში, „ორი ბორბალი“ მთავარი როლი შევასრულე, მაშინ 18 წლის ვხვდებოდი. სხვანაირი ბავშვობა მქონდა, ინტერესიანი ტიპი ვიყავი და რაღაც მხრივ, არანორმალურიც. მე ეს ყველაფერი ჩემით არ ამირჩევია, თავისით მოვიდა. სულ ვწერდი, მერე მივხვდი, რომ რაღაცას დაემსგავსა და თავად მომეწონა. ვწერდი, ვწერდი და თაროზე ვდებდი, მეგობრებს ვუზიარებდი ხოლმე. პირველი წარმატებაც ლექსებთანაა დაკავშირებული. მე პირველ რიგში ვარ არტისტი. რაც ვარ, ეს ჩვენს ქვეყანაში პროფესიად არ აღიქმება. სხვადასხვა ენერგიებია, სხვადასხვა შრომაა ამ ყველაფრის მიღმა. მე ავტორ-შემსრულებელი ვარ, მე არავის ნამღერს არ ვმღერი, მე ვარ გამტარი თავად, ეს დიდი პროცესებია.

იყო კომპლექსები ცხოვრებაში?

ჩვენ კომპლექსები გვქმნის, თუმცა, სერიოზული არაფერი მქონია. ჩავარდნები  ბევრჯერ გამოვიარე ცხოვრებაში, თუმცა, თავად სამყარო მაძლევდა ენერგიას, მორიგი დღე მაძლევდა ძალას, გამეკეთებინა რაღაც. ასეთ დროს პირველ რიგში საკუთარი თავი გიდგას გვერდში.

შენი ინტერვიუ გავრცელდა, ყველაზე მეტად მშვიდად სასაფლაოზე ვარო, სექსი მქონია იქო..

რაღაცები არასწორად გაიგეს. სასაფლაო დიდი ტერიტორია და მაინცდამაინც საფლავები არ იგულისხმება, ეს მისტიკა და მაგიაა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here