რესტორანში „სოლტი“ კლინიკა „კანის“ 10 წლის იუბილე აღინიშნა.
სადღესასწაულო ვახშამს დამფუძნებლებთან და კლინიკის თანამშრომლებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები და ერთგული მომხმარებლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს „კანის“ დამფუძნებელი ირაკლი კუტალია მიესალმა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კლინიკის როლზე, მისი განვითარების გზასა და მიღწევებზე.
საღამოს განმავლობაში სტუმრებისთვის არაერთი პრიზი გათამაშდა.
„არაჩვეულებრივი ღონისძიება იყო. სტუმრები მეგობრულ, თბილ და განსხვავებულ გარემოში საოცარი ემოციებით აივსნენ. ცხადია, ეს არის „კანისა“ და მისი შესანიშნავი გუნდის დამსახურება. იქ, სადაც მომხმარებელზე ზრუნვა უპირველესია, განწყობა ყოველთვის ამაღლებული იქნება. ვულოცავ კლინიკა „კანს“ 10 წლის იუბილეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ”, – სალომე შარვაძე, კლინიკა „კანის“ ამბასადორი.
კლინიკა „კანი“ სრულად ინოვაციური სიტყვაა ქართულ რეალობაში – 10 წლის წინ მსგავსი სპეციალიზებული და ტექნოლოგიური კლინიკა საქართველოში არ არსებობდა.
დაარსებიდან მალევე „კანი“ ამიერკავკასიაში პირველი დერმატოლოგიური კლინიკა გახდა. მუდმივი ზრდით, სიახლეების დანერგვით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით მან სანდო, კომფორტული და სწრაფი მომსახურების შეთავაზება შეძლო.
„კანი“ თავს იწონებს ფილიალებით ქუთაისსა და ბათუმში, თბილისში არსებული კლინიკა კი მულტიპროფილური გახდა. დღეს კლინიკა „კანი“ მომხმარებელს 20-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.