„მილიონი მისალოცი შეტყობინება მივიღე და ძალიან მიხარებთ გულს.. გუშინ საკეისრო გავიკეთე და დღეს ავდექი, დავდივარ – ნანუკა გულუა

0
424

8 დეკემბერს ნანუკა გულუა მეორე შვილის დედა გახდა. ახალშობილს მან იკა დაარქვა და სოციალურ ქსელში მისი ფოტოებიც გაგვიზიარა.

მშობიარობიდან მეორე დღეს ნანუკა Instagram-ზე ვიდეოს გვიზიარებს და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. მსახიობი მადლობას უხდის ყველას, ვისგანაც მისალოცი შეტყობინება მიიღო.

„ყველაფერი არის განწყობა ჩემო მეგობრებო, როგორ მებრძოლად უტევთ.. გუშინ საკეისრო გავიკეთე და დღეს ავდექი, დავდივარ. ძალიან ვცდილობ ლაქტაციას და თქვენი გამოცდილების დახმარება ძალიან მჭირდება.

უამრავი, მილიონი მისალოცი შეტყობინება მივიღე და ძალიან მიხარებთ გულს. აუცილებლად ყველას გაგცემთ პასუხს, უღრმესი მადლობა“, – ამბობს ნანუკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here