იტალიელი დირიჟორის კარლო პონტის მეუღლე, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს:
რაიმე აკრძალვა თუ აქვს კარლოს თქვენს მიმართ?
„ზოგადად აკრძალვები არ მიყვარს და ასეთ ადამიანთან ვერ ვიქნებოდი. არის რაღაცები რასაც ერთმანეთს ვთხოვთ. აკრძალვები არ მახსენდება და ისეთ ადამიანთან ურთიერთობას, რომელიც აკრძალვებით დამელაპარაკებოდა ალბათ ვერ შევძლებდი“.
ქირით რატომ გადახვედით?
„ქირით იმიტომ გადმოვედით, რომ გაფართოება გვჭირდებოდა. თავიდან შეძენას ვაპირებდით, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ დიდი არჩევანი არ იყო, იმ ფასად რა ფასადაც ვეძებდით. ჯერჯერობით ქირით გადასვლა ვარჩიეთ, რადგან აჩქარება არ გვინდოდა. ახლა ზუსტად ვიცი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სახლი. რაც მთავარია არის სიმწვანე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს მარიამ შარმანაშვილი.




