საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ბერძენ მომღერალთან ჯგუფ Melisses -ის ვოკალისტთან ერთად მანანა თოდაძის სიმღერას, „ვის რა ვკითხო“ ბერძნულად ასრულებს.
სიმღერას ბევრი კომენტარი მოჰყვა.
სიმღერის კომენტარებში გვხვდება ქართველების კომენტარებიც, რომლებიც ნამღერით აღფრთოვანებულები არიან და იხსენებენ მანანა თოდაძის ნამღერს.
„თამთა საოცრად კარგი გოგოა“,
„გამახსენდა ამ სიმღერას მანანა თოდაძე რომ მღეროდა, ბავშვობაში დამაბრუნა“, – ვკითხულობთ კომენტარებში.