„ასე დატოვება შეცდომა იყო“ – ქართველი მოდელი 20 წლის ასაკში გარდაიცვალა

0
441

20 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ელენე Re Belle Studio-ს მოდელი იყო. სამწუხარო ინფორმაცია „ფორტუნას“ Re Belle Studio-ს ხელმძღვანელმა ია ცუხიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ელენე სრულიად ჯანმრთელი იყო და მას გული გაუჩერდა.

ელენე ეფრემიძის გარდაცვალებას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან:

„მეგობარო, ვერ გემშვიდობები. მიყვარხარ და სულ ისე მეყვარები, როგორც პირველი გაცნობისას. ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით მშვიდად განისვენე. მფარველი ანგელოზი იყავი მიწაზეც და ზეცაშიც. ასე დატოვება შეცდომა იყო. შენი ხმა გონებაში მიტრიალებს და წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს“, – წერს თამარ სოხაშვილი სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here