საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრი, რატი ანდრონიკაშვილი იუბილარი გახლდათ. ქართველ სპორტსმენს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს მისი შეყვარებული.
როგორც ირკვევა, რატი ანდრონიკაშვილის რჩეული მილიონერ თემურ უგულავას ქალიშვილი, ნუცა უგულავაა.
„გილოცავ დაბადების დღეს საყვარელო“, – წერს ნუცა საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე და ფოტოებს გვიზიარებს.
ცნობისთვის, მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, „კასადემონტ სარაგოსაში“ გააგრძელებს
22 წლის ანდრონიკაშვილი გასულ წელს ესპანურ „მურსიაში“ ირიცხებოდა, თუმცა სექტემბერში მან გუნდი დატოვა.
რაც შეეხება ნუცა უგულავას, როგორც ცნობილია, ნუცა სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და წლებია, რაც იქ ცხოვრობს.