რამდენიმე დღეა ყიფშიძეების გარშემო სკანდალი არ წყდება. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ერთმანეთს არ ელაპარაკებიან მამა-შვილი ყიფშიძეები. ზურა ყიფშიძის თქმით, კამათი შვილთან მისი ცხოვრების სტილთან დაკავშირებით მოუვიდა.
როგორც “კვირის პალიტრასთან” საუბარში ყიფშიძე ამბობს, ამ ამბავმა მასზე ძალიან იმოქმედა.
– გიორგი ამჟამად საქართველოში არ არის, ხომ?
– ბიშკეკშია სამკურნალოდ, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ იმ უბედურებაზე (დამოკიდებულებაზე), თან მონაწილეობს… სამწუხაროდ, ერთი წელია მასთან ურთიერთობა არა მაქვს.
– რა მოხდა თქვენ შორის?
– არაფერი, რაღაც გაუგებრობა მოხდა და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამასა პატივი ეციო… ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს… მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.
– კამათი ყველა მშობელსა და შვილს მოსვლია, თქვენს შემთხვევაში რა საკითხზე იყო?
– მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე, მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრო სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც და როცა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა.