24 დეკემბერს ARTARIA-ს სივრცეში, გამოცდილი ქართველი მუსიკოსები ერთ სცენაზე შეიკრიბნენ და სპეციალურად შობისთვის შერჩეული პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
SoundLab Ensemble- კოლექტივთან ერთად მეკო ქავთარაძის ახალგაზრდულმა კაპელამ ულამაზესი კომპოზიციები წარუდგინა მაყურებელს.
შესრულდა ბახის, ვივალდის, ჩაიკოვსკის და თანამედროვე საშობაო მელოდიების საინტერესო და ახლებური ვერსიები.
მონაწილეობდნენ:
პირველი ვიოლინო: ლელა მჭედლიძე
მეორე ვიოლინო: ელენე მეგრელიშვილი
ალტი: სამველ პერიხანიანი
ჩელო: ევგენი ინჩაგოვი
კონტრაბასი: ირაკლი დოლიძე.








