მეტირება…- ნინი შერმადინი და თათია კობალაძე აშშ-ის ავტორ-შემსრულებლების კონკურსში ტოპ 10-ში არიან

0
806

ქართველი მომღერლები ნინი შერმადინი და თათია კობალაძე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობენ, ტოპ 10-ში გადავიდნენ.

ამის შესახებ მომღერლები სოციალური ქსელში წერენ.

როგორც ნინი შერმადინი წერს, ის ტოპ ათეულის პირველ ადგილზეა:

„ამხელა ტრაგედიის ფონზე, არც ერთი დღე არ შემიხედავს ჩემი კონკურსის გვერდზე, არ გამიხსნია, დღეს ბოლო დღე იყო ტოპ ათეულის გამოსავლენად.

არ ვიცი, რანაირად გახსოვდით და მაძლევდით ხმას, როცა მე არ მახსოვდა საკუთარი თავი, ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რანაირად მოახერხეთ, რომ პირველობა არ დამეკარგა.

მეტირება… დღეს მე ტოპ ათეულის პირველ ადგილზე ვარ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წყალობით… რით დავიმსახურე თქვენი ამხელა სიყვარული და მხარდაჭერა, არ ვიცი…

მადლობა ჩემო კეთილებო, ერთგულებო, საიმედო ადამიანებო!

ერთი ის ვიცი, რომ თუ გავიმარჯვე და ბოლომდე მივედი, ჩემს გამარჯვებას მთლიანად რაჭაში დაზარალებულების ოჯახებს და მაშველებს მივუძღვნი…

გმირებს, რომლებიც ჩვენი შვილების გადარჩენისთვის ყოველთვის წირავენ საკუთარ სიცოცხლეს! ღმერთი თუ ინებებს და ოდესმე იმდენს მივაღწევ, რომ წარმატებული მომღერალი ვიქნები, ყველაფერს ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარ, თქვენ მაძლევთ წარმატებას და ჩემი წარმატება თქვენია…
დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ძალიან მიყვარხართ.

შემდეგი ეტაპია ტოპ ხუთეული… ვნახოთ სადამდე მივალთ ერთად“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here