თბილისმა მეორედ უმასპინძლა პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა და უცხოელმა წყვილებმა, 2026 წლის 18 ოქტომბერს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხის სამეჯლისო დარბაზში, „საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასისთვის“ იასპარეზეს. ღონისძიებას განსაკუთრებული სტატუსი შესძინა მსოფლიო დონის ვარსკვლავების სტუმრობამ:
- საპატიო სტუმარი: ჯოანა ლეუნისი — ლათინურ-ამერიკული ცეკვების ცხრაგზის ჩემპიონი.
- გალა-საღამოს საჩვენებელი პროგრამის მონაწილეები: მსოფლიოს ტიტულოვანი მოცეკვავეები, მათ შორის: ვიქტორ და სილვა, ეკატერინა კრისანოვა, ელდარ ჯაფაროვი და ანა საჟინა.
ფესტივალის „საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის“ (Lizi Mor Dance Queen Trophy) საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში საცეკვაო სამყაროს წამყვანი ფიგურები შედიოდნენ.
მსაჯთა კოლეგიის მთავარი ვარსკვლავი და სპეციალური სტუმარი ლათინურ-ამერიკული ცეკვების ცხრაგზის ჩემპიონი ჯოანა ლეუნისი (Joanna Leunis) იყო. მასთან ერთად ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები: - ჯერი აბრატე (Jerry Abrate)
- დირკ ბასტერტი (Dirk Bastert)
- სლავიკ აჯიდერსკი
- პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს,
“შემოქმედებითი საქართველოს“, ისრაელის საელჩოს,იტალიის საელჩოს და კერძო კომპანიების მხარდაჭერით.
ორგანიზატორების შეფასებით, ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა და მრავალრიცხოვანი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები და მასტერკლასები იყო უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ადგილობრივი მოცეკვავეების კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდისთვის.
პროექტის გრძელვადიანი მიზანია ფესტივალის კიდევ უფრო განვითარება და თბილისის ქცევა საერთაშორისო საცეკვაო სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრის ადგილად.












