ზალიკო ბერგერი: “ბევრი ქართველი ვაჟკაცი ჩასულა უცხოეთში და თავშესაფრის მიღების მიზნით იქ მოუწერია ხელი მამაკაცთან“

0
2746

დიზაინერი ზალიკო ბერგერი თვლის, რომ საქართველოში „ლგბტ“ პირების უფლებები არ ირღვევა. ამის შესახებ, მან „თბილისელებთან“ ისაუბრა.

„მაგ საზოგადოების წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ მიმაჩნია, რომ მათ ჩაგრავენ. ყველა ისტორია ინდივიდუალურია. არ მგონია ვინმეს ვინმე მოეკლა იმის გამო, რომ „ლგბტ“ წარმომადგენელია. მანდ ბევრად ჩახლართული თემებია. რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, უკვე ტვინი წაიღეს. გეგონება ქორწინების სახლთან რიგი დგას და ყვიროდნენ: არიქა ხელი მოგვაწერინეთო. ვინ მოაწერს საქართველოში ხელს? სულ არ მაინტერესებს ვინ რას იზამს. ბევრი ქართველი ვაჟკაცი ჩასულა უცხოეთში და თავშესაფრის მიღების მიზნით, იქ მოუწერია ხელი მამაკაცთან. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს ქართველებს ევროპაში ადგებათ ეგ საქმე“ – განაცხადა ბერგერმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here