წკრიალაშვილმა საჯდომის კორექციისთვის კრედიტი აიღო (ვიდეო)

0
2253

ნინა წკრიალაშვილმა საჯდომის კორექციისთვის საბანკო კრედიტი აიღო.

წკრიალაშვილის თქმით, მას პლასტიკური ქირურგია ისევე ახარებს, როგორც ზოგიერთ ქალს ახალი კაბები. ამასთან დაკავშირებით სახალისო ისტორია მან ეკა ხოფერიას შოუში მოყვა:

“გავხდი და მინდა დუნდულების გაკეთება. არ მაქვს ფული…წავედი ბანკში და ვეუბნები კრედიტოფიცერს კრედიტი მინდათქო, რისთვისო? სამომხმარებლო-თქო

ვუთხარი, სამოგზაუროო? – ვუპასუხე რომ არა. კრედიტოფიცერმა მითხრა, რომ  თუ არ ვეტყოდი რისთვის მჭირდებოდა, სესხს არ დამიმტკიცებდნენ. ვუთხარი საჯდომის ოპერაციისთვის მჭირდება-თქო. ამას ეგონა, რომ ვხუმრობდი. მეუბნება, ქალბატონო ნინა, მე ვფიქრობ არაფერი გჭირდებათო…შენ ხო არ განახებ მჭირდება თუ არ მჭირდება, გეუბნები მჭირდება ვეუბნები, მჭი-რდე-ბა!..ზოგადად, მეორე დღეს ეუბნებიან პასუხს, მაგრამ 10 წუთში დამირეკა და მითხრა, ჩემ უფროს რომ ვუთხარი რისთვის გჭირდებაო, მაშინვე დაგიმტკიცეთო. ასე მივიღე კრედიტი გულწრფელობისთვის”. ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here