წინასაახალწლო სიუპრიზი ქალბატონებს დიზაინერ ნანა მელქაძისგან (ფოტოგალერეა)

0
1994

ნანა მელქაძის მოდის სახლმა მომხმარებელს სიურპრიზი მოუმზადა – წინასაახალწლოდ ერთდროულად ორი კოლექცია წარმოუდგინა. ერთი, რომლის სახეც კრისტი ყიფშიძეა, ოდრი ჰეფბერნის სტილშია გადაწყვეტილი, რეტრო კოლექციაში უხვადაა გამოყენებული წლევანდელი ტრენდული ქსოვილი ხავერდი, რაც შეეხება ფერებს, ძირითადად, პასტელური ფერებია გამოყენებული, ჭარბად – შავი, თეთრი და წითელი. აქ ძირითადად, შეხვდებით კოქტეილისა და საღამოს კაბებს.

მეორე კოლექციის სახე მსახიობი მაკა შალიკაშვილია. როგორც დიზაინერმა გვითხრა, გაითვალისწინა საკუთარი მომხმარებლის მოთხოვნა და შექმნა ნამუშევრები, რომელთა მორგებაც ყოველდღიურად შეგიძლიათ, ეს არის ფართო და ზომაზე მეტად გრძელი შარვლები, ზედები, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო დეტალითაა გაფორმებული, პიჯაკები, პალტოები და ნაქსოვი ჟაკეტები.

ფოტოსესია მცირე ხნის წინ შედგა, ფოტოები იკა პირველს ეკუთვნის. გთავაზობთ გამორჩეულ ნამუშევრებს ორივე კოლექციიდან. იხილეთ ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here