“Victoria’s Secret – ის“ ანგელოზი, თამუნა ინგოროყვას სამოსში

0
4184

ქართველი დიზაინერები მსოფლიოს წამყვანი მოდელების ყურადღების ცენტრში, სულ უფრო აქტიურად ექცევიან. წარმატებული დიზაინერი, თამუნა ინგოროყვა მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელში “ვიქტორია სიქრეთის“ მოდელის, დაუცენ კრუსის ფოტო გავრცელდა, სადაც “ვიქტორია სიქრეთის“ სახეს, თამუნა ინგოროყვას, მიერ შექმნილი თეთრი კაბა  აცვია. “მიუზიკ ბოქსი“ თამუნა ინგოროყვას დაუკავშირდა:

– ჩემი კოსტიუმები ნიუ-იორკში “all bridge fashion library-ში” არის წარმოდგენილი, სწორედ იქ შეარჩია “ვიქტორია სიქრეთის“ მოდელმა ჩვენი კოსტიუმი, რომელიც ბრენდონ მაქსველის და “moncler”-ის ღონისძიებებზე ჩაიცვა. ჩვენ ვათხოვეთ მას ეს კოსტიუმი. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემს მიერ შექმნილ სამოსზე რომ შეაჩერა ყურადღება მოდელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here