“თქვენი ცხოვრებით და საქმით დაკავდით” – რას პასუხობს კრიტიკოსებს ნინო ჩხეიძე?

0
3185

რამდენიმე დღის წინ იუმორისტებმა, ნიკა არაბიძემ და ვახო ბიჭიკაშვილმა სოჭში ქართველებისთვის კონცერტი გამართეს. აღნიშნულის გამო ქართველების ნაწილმა ისინი გააკრიტიკა.

ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ პოსტი დაწერა. გვარამიას პოსტის კომენტარებში “ფეისბუქის” ერთ-ერთმა მომხმარებელმა ირმა გაჩეჩილაძემ, ნინო ჩხეიძე გაიხსენა და დაწერა, რომ ჩხეიძემ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, აკაკი ხუბუტიას მიერ მოწყობილ საღამოზეც იმღერა.

გაჩეჩილაძის კომენტარს გამოეხმარა თავად ნინო ჩხეიძეც და მისი მეუღლე, გიორგი კორახაშვილი:

ირმა გაჩეჩილაძე: “პატარა ხელფასი გაქვთ მშიერი ხართ და ამის გამო წახვედით?! ჩხეიძისგან არ გამკვირვებია. ნინო ჩხეიძემ ხუბუტიას მოწყობილ საღამოზეც იმღერა “კარგად გადაუხადა” და იმიტომ, თქვენგან კი ჯერ გამიკვირდა, მერე გული დამწყდა, სრულიად დაკარგეთ პატივისცემა ჩემი და ჩემნაირების თუ გიღირდათ ამად კი ბატონო.”

ნინო ჩხეიძე: “ქალბატონო ირმა ცხოვრებაში პირველად ვხედავ თქვენს პროფილს და თქვენ… ასეთი გამწარებული რატომ ხართ და ტყუილებს იგონებთ ვითომ მე თქვენთან ვსაუბრობ და გიცნობთ ეს ჩემს მაღალ რეიტინგზე მეტყველებს ))) მესმის თქვენც გინდათ ვინმემ ყურადღება მოაქციოთ… მაგრამ სხვა გზა მოძებნეთ, თქვენი ცხოვრებით და საქმით დაკავდით, მერწმუნეთ არც ამდენი დრო გექნებათ, რომ ტყუილები მოიფიქროთ არც სხვისი ცხოვრების ქექვის და თქვენც ბევრად ბედნიერად იგრძნობთ თავს! წარმატებები.”

ირმა გაჩეჩილაძე: “ნინო არაფერ ტყუილს არ ვიგონებ აქ ის ხალხიც კითხულობს ალბათ ვინც მოისმინა ეგ თქვენი გაპრავება ასე რომ არ გინდათ ხუბუტიას რომ უმღერეთ ზუსტად ვიცი თან თქვენგან ასე პრავდებოდა “მე მომღერალი ვარ და პოლიტიკაში არ ვერევიო” წლებიც დავწერე რომელ წლებში ხდებოდა ასე რომ, არ გონდათ თავის გამოდება რა.”

გიორგი კორახაშვილი: “სად რომელ სუფრაზე თქვა ნინომ ეს და ჩამოთვალე ვისთან ერთად იჯექი! და დაამტკიცე მართლა თავი რომ გაქვს გამოდებული, რომ არ ერევა პოლიტიკაში”

ირმა გაჩეჩილაძე: “მაგრა მკიდია. აწი ჩემთვის ცარიელი ადგილია ყველა ის, ვინც ხუბუტიას უმღერის და რუსებს!”

ნინო ჩხეიძე: “მე რომ მელაპარაკე და მე მოგიყევი ეს არის ტყუილი. ეს ერთი!! მეორე თბილისში მე ხუბუტიასთვის არ მიმღერია! მე ვიყავი front news-ის პრეზენტაციაზე, რომელზეც დამპატიჟა რაულ ქირიამ და სადაც იყო აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი… იქ ვიმღერე ერთი სიმღერა და იქ იყო მიშა ხუბუტიაც… ეს ღონისძიება არ იყო არც დაფარული და არც მიშა ხუბუტიას მიწყობილი, ამაში ყველა ის ჟურნალისტი დამეთანხმება ვინც იქ იყო. თუ ამას გულისხმობ რომ მიშას ვუმღერე ამაშიც იტყუები და არასწორად გადმოსცემ.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here