თიკა ჯამბურია ბუდათი დაინტერესდა – „თავიდან ყველაფერი დიდი სიახლოვით იწყება…“

0
2138

თიკა ჯამბურია, როგორც ჩანს, ბუდას გამონათქვამებით დაინტერესდა. სოციალურ ქსელში რამდენიმე მისი გამონათქვამი გამოაქვეყნა, რომლებიც ძირითადად სიყვარულის და ადამიანებისადმი მიჯაჭვულობის თემას ეხება.

თიკა წერს:

„ტანჯვის მიზეზი მიჯაჭვულობაშია“ (ბუდა)

„თავიდან ყველაფერი დიდი სიახლოვით იწყება, ანუ იხსნები ადამიანთან, უახლოვდები… მერე მიჯაჭვულობაში გადადის…

თუ რაიმე ეწყინა შენგან, ეს დანაშაულის უდიდეს გრძნობას გიღვიძებს. ხდები უფრო მომთხოვნი, ეჭვიანი და მესაკუთრე… ეს ნარკოტიკივითაა, რაც მეტ ხანს ხარ „მასთან“, მით მეტად გინდა, რომ უფრო მეტი დრო გაატაროთ ერთად…მისგან იღებ ენერგიას,რომელიც კვებავს შენს „მე“–ს, მაგრამ შემდეგ…“

ადამიანების უმრავლესობა სულაც არ ეძებს ნამდვილ სიყვარულს, მათ ამის, უბრალოდ, არ სწამთ, ჰგონიათ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებშია და ძალიანაც ცდებიან… ისინი ეძებენ მძაფრ შეგრძნებებს, ეიფორიას, ადრენალინს, რომელიც გაამრავალფეროვნებს მათ ცხოვრებას, მაგრამ სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან მწარედ დაანარცხებს მიწაზე…

ბუნებრივია, რომ ასეთი ემოციური დამოკიდებულება მალევე გადადის მიჯაჭვულობაში და სულ მალე ჩვენი ძვირფასი გმირი იმედგაცრუებული რჩება: „ის ძალიან შეიცვალა, გაცივდა, ისეთი აღარ არის და ა.შ

ჩვენ ინსტინქტურად ვეძებთ სიმშვიდეს, ემოციურ ბალანსს და ეს სრულიად ნორმალურია,ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ჰარმონიას ვეძებთ ჩვენს შიგნით და არა ჩვენს გარშემო ან თუნდაც სხვა ადამიანში… სხვა ადამიანი ვერ მოგვიტანს ხანგრძლივ ჰარმონიასა და ბედნიერებას,თუკი ამას საკუთარ თავში არ აღმოვაჩენთ და განვავითარებთ.სხვა ადამიანი იქნება,უბრალოდ,დროებითი „ემოციური ასპირინი“, რომელიც ცოტა ხნით გააყუჩებს ჩვენი ბედნიერების შიმშილს…და მერე???

  • იგრძენი შინაგანი თავისუფლება – შენ არ გჭირდება სხვა ადამიანი იმისათვის,რომ იგრძნო თავი ბედნიერად და სრულყოფილად!!!
  • შენ არ ხარ ვალდებული შეიცვალო სხვა ადამიანის საამებლად და შენი ნამდვილი შინაგანი ბუნების საწინააღმდეგოდ,ეს დამღუპველია!!!
  • შენ გჭირდება საკუთარი თავის მიმართ უპირობო სიყვარული – მიიღე შენი თავი ისეთად,როგორიც ხარ და არ დაგჭირდება სხვა ადამიანის ჯაჭვით დაბმა,რომ მარტოობას გაექცე!!!“
  • ნუ გაექცევი საკუთარ თავს, შენ გჭირდება უკეთ გაიცნო ის და მიიღო,შეიყვარო,დაუმეგობრდე, აღფრთოვანდე შენი ძლიერი მხარეებით… ასეთ დროს შენი სუსტი მხარეებიც კი მომხიბვლელობას შეგმატებენ!!!
  • დაუთმე მეტი დრო საკუთარ თავს,გაუკეთე საჩუქრები,გაანებივრე… სანამ სხვა შეგიყვარებს ისე,როგორც ამაზე ოცნებობდი, ჯერ შენ შეიცვალე საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება…
  • ნუ შეიძულებ მათ, ვინც შენგან წავიდა, ჩათვალე, რომ სამყარომ უკეთესი მოამზადა შენთვის!!!
  • დაიმახსოვრე, ვერავინ წაგართმევს იმას, რაც არ გაქვს და იმას, რაც ნამდვილად შენია!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here