თეონა დვალის მეორე ქორწილი და თეა დარჩიას დაუვიწყარი ცეკვა (ვიდეო)

თეონა დვალის მეორე ქორწილი და თეა დარჩიას დაუვიწყარი ცეკვა (ვიდეო)

საოპერო შემსრულებელი, ცნობილი სოპრანო თეონა დვალი დაქორწინდა. მისი მეუღლე ჯიაკომო რაკუნიო იტალიელი ბიზნესმენია. წყვილს ორი ქორწილი ჰქონდა, პირველი იტალიაში გადაიხადეს, რომელსაც შედარებით ვიწრო წრე ესწრებოდა, მეორე კი ახლახან მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში შედგა. სოპრანოს მეორე ქორწილს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ, რასაკვირველია, ცნობილი სახეებიც.

ქორწილის ორგანიზატორმა, თაკო დოლაბერიძემ დაწერა:

„რამდენიწ ელია გასული ,უკვე ვეღარც ვითვლი, რამდენი ქორწილი, ხელმოწერა და ივენთი გამიკეთებია, ხო საერთოდ სათვალავიც აღარ აქვს, კიდევ ბევრი წელი რომ გავიდეს, ალბათ, ეს იქნება დასამახსოვრებელი, რომელიც ათწლეულების შემდეგაც გამახსენდება. დღეს ვიყავი ქორწილში, როგორიც ბევრი წელია, არავის ჰქონია. სიყვარულის, ბედნიერების, სიხარულის, ნიჭიერების და პროფესიონალიზმის ზეიმი იყო. როგორი პროფესიონალიც შენ ხარ, ჩემო თეონა, ისეთივე ქორწილი გქონდა!!! დარწმუნებული ვარ რომ ბედნიერება იქნება შენი ცხოვრების თანამდევი. მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც საოცრებათა ზეიმად აქცია ულამაზესი ქორწილი!!!“

თეონას ქორწილიდან სხვადასხვა ცნობილი სახე უამრავ ვიდეოს აზიარებდა, მათ შორის არის ჯაბა ქარსელაძის ლაივ-ვიდეო, სადაც სუხიშვილების მოცეკვავის, თეა დარჩიას შესანიშნავი პერფორმანსია ასახული. ფოტო + ვიდეო

სიახლეები/

|

September 25, 2017 / 2:55 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

კახი კალაძის ბოლოდროინდელი „ქუჩის სტილი“ (ფოტოგალერეა)

ქალაქის მერს კახი კალაძეს გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა მის ჩაცმულობას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე გამოხმაურებები, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ – არც ისე. არც მერობამდე და არც მერობის შემდეგ, როგორც ჩანს, კახი კალაძეს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. როგორც ქალაქის მერი, ის დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო ასეთ ფოტოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში […]

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

ნუკი კოშკელიშვილის გამომწვევი საახალწლო ფოტო ინტერნეტს იპყრობს

ნუკი კოშკელიშვილმა „ცელქი“ ფოტო, როგორც თავად უწოდებს, წინასაახალწლოდ „ინსტაგრამის“ მომხმარებელს გაუზიარა. ნუკიმ აქამდეც გამოაქვეყნა ახალი წლის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები, მაგრამ ეს ბოლო ნამუშევარი აშკარად ყველაზე გამომწვევია. ნუკი წერს: „ახლა გავაცნობიერე, რომ მაქვს ერთი ცელქი საშობაო ფოტო, მაგრამ ის ძველია, ასე რომ არ განმსაჯოთ. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ძალიან მხიარულად ვიმუშავე ჩემს ფავორიტ ფოტოგრაფთან, მაგრამ მას […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა