თენგო ზარდიაშვილმა ჟიურის წევრები აღაფრთოვანა (ვიდეო)

თენგო ზარდიაშვილმა ჟიურის წევრები აღაფრთოვანა (ვიდეო)

პროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ მონაწილე, თენგო ზარდიაშვილმა ჟიურის თითოეული წევრის მოხიბვლა შეძლო. თენგომ ჟიურის მოხიბვლა საოცარი პლასტიკით და პირადი ისტორიით მოახერხა. მას დედა ჰყავს ავად. „ვერც ლაპარაკობდა, ხელსაც კი ვერ ამოძრავებდა და არც კი ესმოდა, იყო უბრალოდ  წამლებზე“ – ჰყვება თენგო დედაზე, რომელსაც სამჯერ მოუვიდა გაჟონვა და რომელიც მისი მთავარი მასწავლებელი და ქორეოგრაფი იყო. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, თენგომ შეძლო თავისი განცდების წარმოჩენა დიდ სცენაზე ცეკვით და ამით ჟიურისა და მთელ საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

„ძალიან ჭკვიანი თვალები გაქვს. არანორმალური, საოცარი პლასტიკის მქონე ადამიანი ხარ, შენში არის რაღაც ისეთი განსხვავებული, რაც სხვა მონაწილეში არ დამინახავს. ო, რა მანიაკი ხარ“ – ასეთი იყო თენგოს გამოსვლით მოხიბლული ჟიურის შეფასება.

სიახლეები/

|

November 23, 2016 / 5:08 pm

TOP სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

ემინი 1-ელ ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ორკესტრთან ერთად წარდგება

რუსული ესტრადის ერთ-ერთი აქტიური წევრი, აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი, რომელიც არაერთ მუსიკალურ ჯილდოს ფლობს, საქართველოს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელსც „ბუმერანგი“ ჰქვია. დღესდღეობით ემინის ანგარიშზეა ცხრა ინგლისურენოვანი და რამდენიმე რუსულენოვანი ალბომი, მომღერალი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა Warner Music da Sony ATV Music Publishing. ის დუეტებს ასრულებს „ა- სტუდიოსთან“, გრეგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინასთან, ლაიმა ვაიკულესთან… ემინის […]

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება

18 აპრილს, თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის შენობაში „ბლექ სი არენას“ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და „ბლექ სი არენას“ დირექტორი ანი კავლელიშვილი მონაწილეობდნენ. ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოს ესტუმრება. 2018 წლის 19 მაისს ის რომის სიმფონიურ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“გოგონები გიჟდებიან ირაკლიზე. მთავარია, მე ვარ მისი რჩეული“ – ვინ არის ირაკლი ფიფიას შეყვარებული?

მოცეკვავე ირაკლი ფიფია მაყურებელმა გაიცნო პროექტიდან „შენ შეგიძლია ცეკვა“, სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა და ავტომობილი მოიგო. მისი რჩეული ჯგუფ Sparkle-ის წევრი ანი ჩხეიძეა. წყვილის ურთიერთობა „X ფაქტორიდან“ დაიწყო და უკვე სამი წელია რაც ერთად არიან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებულია, სულ ცდილობენ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. წყვილი ერთმანეთზე არ ეჭვიანობს, ამბობენ რომ ეს ეტაპი გადალახეს.

სალომე ჭაჭუამ “შენ შეგიძლია ცეკვა“ დატოვა?

პროექტის "შენ შეგიძლია ცეკვა" მორიგ ტურში, ჟიურის შემადგენლობაში გუშინ მოცეკვავე, სალომე ჭაჭუა არ იჯდა. რასაც მაყურებლის დიდი ინტერესი მოჰყვა. როგორც შოუს წამყვანებმა აღნიშნეს, სალომე გუშინდელ გადაცემაში საპატიო მიზეზების გამო არ იყო და ის მალე დაუბრუნდებოდა შოუს. „მიუზიკ ბოქსმა“ გაარკვია, რომ სალომე ჭაჭუა რომში იმყოფება, სადაც 5 იანვარს გაემგზავრა. სალომე სოციალურ ქსელში, უცხოელ მოცეკვავესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ მისი სასცენო პარტნიორი გახდება.

ნიტა ლომიძე რუსთაველის თეატრის სცენაზე ატირდა (ვიდეო)

ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილმა, ნიტამ საზოგადოება გამოჩენისთანავე აალაპარაკა. ის პროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი, პირველივე კასტინგიდან გახდა. ნიტა გუშინ პროექტის ფინალში გადავიდა, წამყვანების მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას, 12 წლის გოგონა ემოციურად შეხვდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე იტირა. მაყურებლებს და მხარდამჭერებს კი მადლობა სპეციალური ჟესტით გადაუხადა. ნიტამ გუშინდელ ტურში თორნიკე ყარმაზანაშვილთან ერთად მოდერნ-ფოლკი იცეკვა.

“შენ შეგიძლია ცეკვის” მონაწილეს პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვეს

გუშინდელი “შენ შეგიძლია ცეკვის” ეთერი განსაკუთრებული გამოდგა ერთ-ერთი კონკურსანტისთვის. ლოლიტა ცინცაძე ჟიურის წევრმა, დუტა სხირტლაძემ ცალკე გამოიხმო სცენაზე. დაბნეული გოგონა თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მოულოდნელად დუტამ “ჩიტი გვრიტი მოფრინავდა” წამოიწყო და მას “ქართული ხმების” კვარტეტი შეუერთდა პარტერიდან. შემდეგ კი სცენაზე ლოლიტას რჩეული გამოჩნდა, დიდი ვარდის თაიგულითა და ბეჭდით, მოცეკვავის წინ დაიჩოქა და მას ხელი […]

ვის მოსთხოვა დუტა სხირტლაძემ მეტი სიშიშვლე რუსთაველის თეატრის სცენაზე?

ნიტა ლომიძის და ლუკა შარმაზანაშვილის ცეკვამ გუშინ „შენ შეგიძლია ცეკვას“ ჟიური მოხიბლა. მათ აფრო-ჯაზი იცეკვეს, ჟიურიმ მათი ტანდემი საინტერესოდ შეაფასა. „აფრო ჯაზს უფრო მეტად სჭირდება ტანის მოძრაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან დახვეწილი ცეკვა იყო“ - უთხრა წყვილს ნათია რთველიაშვილმა. დუტამ კი მათ მეტი ზურგი და მეტი სიშიშვლე მოთხოვა.

რეკლამა