თემო საჯაიას წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე (ვიდეო)

0
1656

თემო საჯაია მუსიკალურ კონკურსში Silk Way Star (აბრეშუმის გზის ვარსკვლავი) მონაწილეობს. მასზე საქართველოს ჩათვლით 9 ქვეყანის წარმომადგენელი გამოდის. კონკურსი დაახლოებით „იქს ფაქტორის“ ფორმატისაა და საკმაოდ პრესტიჟულია.

მუსიკალური ღონისძიება 11 სექტემბერს დაიწყო და სხვადასხვა ტურისგან შედგება. ახლახან მისი მესამე ტური შედგა, სადაც კონკურსანტებმა მსოფლიო ჰიტი შეასრულეს. თემო საჯაიას „აეროსმიტის“ ცნობილი სიმღერა ,,Don’t Want to Miss a Thing” შეხვდა, რომელიც არაჩვეულებრივად იმღერა და ჟიურის მაღალი ქულები დაიმსახურა. 50 ქულით ის ამ ტურის ლიდერი გახდა და პირველ ადგილზე გავიდა. შემდეგ ტურებში კონკურსანტებმა უნდა შეასრულონ სიმღერები როგორც მშობლიურ, ასევე სხვადასხვა ენაზე. ფოტო + ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here